აშშ-ის საელჩო საქართველოში მორიგ განცხადებას ავრცელებს. ამჯერად საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აცნობებს, რომ გაუქმებულია ის სიფრთხილის ზომები, რომელიც 7 მაისს თბილისში მდებარე სამ სავაჭრო ცენტრში – „ისთ ფოინთი“, „გალერია თბილისი“ და „თბილისი მოლი“ , ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით იქნა გაცემული.

"7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული შეტყობინების შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს თბილისში საელჩოს, რომ არცერთ ხსენებულ ამ სამ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო აღმოჩენილი. რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა მისი რეკომენდაცია საელჩოს თანამშრომლებისთვის, თავი აერიდებინათ ამ ტერიტორიებისთვის", – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

შეგახსენებთ, 2025 წლის 7 მაისს აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება და   აშშ-ის მოქალაქეებს მიმართავს, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო. 

მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაანცხადებით უპასუხა საელჩს გავრცელებულ განცხადებას  - მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან