გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ახალი ინოვაციური ტექნოლოგია ფოტომოყვარულებსა და პროფესიონალ ფოტოგრაფებს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ გააცნეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის - “Google Chrome Extension” პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანი როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით.
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, იქმნება Google Chrome Extension, რომელიც ყოველი ახალი ტაბის (New Tab) გახსნისას, გადაღებული ფოტოს მეშვეობით საქართველოს ლანდშაფტსა და ბიომრავალფეროვნებას საზოგადოებას გააცნობს. Extension განთავსდება Google მაღაზიაში და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება საკუთარ კომპიუტერზე დააყენოს. პროექტი პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფების ჩართულობით განხორციელდება.