7 ივლისი წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეა.

ეს დღე არის უდიდესი დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროსათვის.

შეგვეწიოს წმინდა იოანე ლოცვა და მადლი.

წმინდა იოანე არის კაცთა შორის უპირატესი წმინდანი, მისი მოღვაწეობის დაწყების პირველი სიტყვები იყო: ,,შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა", მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ სინანულს ქადაგებდა, იგი ამზადებდა ადამიანებს ღმერთთან შესახვედრად. თვით მაცხოვარი ამბობს რომ ჯერ არ შობილა კაცთა შორის მასზე აღმატებული და თავდაბალი ადამიანი.

რჩეული ბრძანდებოდა ნათლისმცემელი და წინამორბედი ქრისტესი იოანე. მას უდაბნოს გვრიტს უწოდებენ. მის სადიდებლად დაწერილ საგალობელში ნათქვამია: „გვრიტო უდაბნოსაო, ანგელოზო მიწისაო, კაცო ზეცისაო“. ამიტომაც იგი ერთადერთია წმინდათა შორის, რომელიც ფრთებით იხატება. დიდმა სულიერობამ და სიწმინდემ იოანე ისე აღამაღლა, რომ ანგელოზებს დაემსგავსა - ანგელოზთა სწორად იქცა.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო III 7 ივლისს წირვას აღავლენს სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:

"ამა წლის 7 ივლისს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში.

🔸️ ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.