2022 წლის 29 ივლისს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდნას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გუ­და­უ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნის დროს, 2 პირი კლდო­ვან ფერ­დობ­ზე ჩა­მო­ვარ­და. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის კუთ­ვნი­ლი ვერ­ტმფრე­ნი ჩა­ერ­თო, რო­მელ­მაც სამაშველო ოპერაციის დროს მართვა და­კარ­გა, ჩა­მო­ვარ­და და აფეთ­ქდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეკიპაჟი 8 წევრისგან შედგებოდა, რომელთა შორის ოთხი პილოტი, ორი მაშველი და ორი მედიკოსი იყო. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 275- ე მუხლით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ტრაგედიის შედეგად დაიღუპნენ: მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან ჩოხელი, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი, მაშველი კახა ტორჩინავა, მაშველი გიორგი მარგიანი, ექიმი ქეთევან გულაღაშვილი და ექიმი გიორგი ვენეცკი.