შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა .

  2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 16:00 საათზე შოვში ღვარცოფი მოვარდა, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა. კურორტზე მოვარდნილმა ტალახის უზარმაზარმა მასამ წაიღო კოტეჯები, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა, მანქანები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, მოგლიჯა ხეები.

ადგილზე სამაშველო სამსახურები ღვარცოფში მოყოლილმა ადამიანებმა გამოიძახეს. სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე მაშველებს მუშაობა გაუჭირდათ. სამაშველო ვერტმფრენი კი შოვში მომხდარიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა. 

ტრაგედიას ემსხვერპლნენ

ლუკა დუდაშვილი 

ანდრია დუდაშვილი

ანასტასია დუდაშვილი

ნატო ჭელიძე

მარიამ მაისურაძე

კოტე მაისურაძე

შორენა ბიჭაშვილი

მეგი გუტაშვილი 

გიგი გუტაშვილი

ზაზა მესხი და მისი 2 არასრულწლოვანი შვილი (ერთი მათგანის ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ) 

ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკა და მისი არასრულწლოვანი შვილი, სევა

სოფი ყარალაშვილი

გიორგი ყარალაშვილი

მარინა ხორბალაძე

მანანა ჯაჭვაძე

გიორგი ხორბალაძე

ნინო კენჭაძე

სალომე ხეთაგური

გვანცა ბუბაშვილი

თემურ ჩარკვიანი

დიტო ფირცხალავა

ნიკა ჩალაძე

სამირა ისაევა

დავით ბერიაშვილი

გიორგი გოგინაშვილი

ქსენია ტრიჩევა

გენადი სულთანიშვილი

სოფო ბაკურაძე

ქეთევან ლობჟანიძე

ლევან რაზმაძე

თითქმის მთელი თვის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისას დაიღუპა კიდევ ორი ადამიანი.

ასეთი მასშტაბური კატასტროფის მიზეზი რამდენიმე მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია.

სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას. მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა - ამ ყველაფერმა ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვია.