აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც ძირითადად კეთილმოწყობის სამუშაოებს მოიცავდა, დასრულდა.
პროექტი 2023 წლის აპრილის ბოლოს დაიწყო.
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტიდან 27 მილიონი ლარით დაფინანსდა.
წერეთლის გამზირზე ჩატარებული რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები მოიცავდა მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას, საჰაერო სადენების მიწისქვეშ განთავსებას, ტროტუარების, უსაფრთხოების კუნძულების, გარე განათების ქსელისა და ასფალტის საფარის მოწყობას, ლედ ლამპიონების მონტაჟს, მოსაცდელებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლების მოწყობას, მიწისქვეშა ურნების განთავსებას.
1 აპრილიდან აკაკი წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.
1 თებერვლიდან წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდა.
ფოტოები სოციალურ ქსელში თბილისის მერმა კახა კალაძემ გაავრცელა.