ჭრელი წინდები ამ დღის აღმნიშვნელ სიმბოლოდ იქცა. მინისტრები, მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები, ექიმები და მთელი საქართველო 21 მარტს, ჭრელი წინდებით და სლოგანით „მეგობრები არ ითვლებიან ქრომოსომებს!“ - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.
21 მარტი - 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება მათ შორის საქართველოში.