გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წელს 877 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.  წლის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 773 ფაქტია გამოვლენილი, მათ შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები.  

„საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ  1706  კუბური მეტრი შეადგინა.  რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 101  და სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალარღვევის  3   ფაქტი.  ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია.

„გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორის  31 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კანონდარღვევის გამოვლენის მიზნით, მონიტორინგს პატრულირებასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებითაც ვახორციელებთ. მიმდინარე წელს ხე-ტყის  უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფატქებზე  კანონმდებლობა გამკაცრდა. ამ მიმართულებით    მუშაობას   მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ”, - აღნიშნა ეროვნული სატყეოს სააგენტოს უფროსმა  კახა ცერცვაძემ.