2 აგვისტოს, წმინდა ილია თეზბიტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს:

"⛪️ ამა წლის 2 აგვისტოს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

🔸 ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

🔸 ამავე დღეს პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარები ილიაობის დღესასწაულის აღსანიშნავად ასევე შეიკრიბებიან სამების საპატრიარქო ტაძარში.

🔸 წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სიონის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის."- ნათქვამია ინფორმაციაში.