თბილისის მერიის განცხადება.

"აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული  ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის." - ნათქვამია მერიის გავრცელებულ განცხადებაში.