საქართველოს პარლამენტმა, 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, 2000 წელს გამოაცხადა. 

მიზანი შშმ პირების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენაა.

2025 წლის 30 აპრილს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: თბილისის მერია, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად, შშმ პირებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს

2025 წლის 12 ივნისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციის მე-18 ასამბლეის მონაწილეებს დისტანციურად სიტყვით მიმართა და განაცხადა: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შშმ პირთა მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული კრიზისის არსებობას.