შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ეწვია.
112-ის დირექტორმა, ნიკოლოზ ბაჭულაშვილმა, სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და 112-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ნომერზე შემოსული შეტყობინებების მართვის პროცესსა და 112-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას. სტუმრებმა, ასევე, ინფორმაცია მიიღეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის
შესახებ.








