ადვოკატ ზვიად კორძაძის ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის  სარჩელი ირაკლი კობახიძე წინააღმდეგ, წარმოებაში მიიღო. 

"სტრასბურგის სასამართლომ დღეს გვაცნობა, რომ წარმოებაში მიიღო მამუკა ხაზარაძის კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს. ამ განჩინებებით უარი გვეთქვა მამუკა ხაზარაძის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიმართ პატივის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის თაობაზე, აბსურდული მოტივით, რომ თითქოს და პარლამენტის წევრზე ასეთ საქმეებზე ვრცელდება იმუნიტეტი და სასამართლოსთვის მიმართვაც კი არ შეიძლება.

ეს უკვე მეორე საქმე, რომელმაც წარმატებით გაიარა ეს სტადია, თან უმოკლეს დროში, მიმართვიდან თვეზე ნაკლებში " - წერს ზვიად კორძაძე.