საპარლამენტო არჩევნებში ხაზარაძის წარმატების ფორმულაა – ფული, ფული და კიდევ ფული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 მისი თქმით, „ლელოს“ ერთადერთი ღირებული კამპანია რაც ჰქონდა, მუსტანგი იყო.

„მამუკა ხაზარაძეს რეგიონებში მუსტანგით ერთი დღეც არ უვლია, მაგრამ მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ მუსტანგით იმდენი იარა, რომ მანქანას ცეცხლი წაეკიდა. არადა, მის ავტოსადგომზე თავისით ცეცხლი მოეკიდა. ამ დროს ხალხმა იცის, რომ მანქანა რეგიონში სიარულით გადახურდა. ამაზე მეტი წარმატებული პიარკამპანია რა უნდა იყოს? საპარლამენტო არჩევნებში ხაზარაძის წარმატების ფორმულაა – ფული, ფული და კიდევ ფული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.