შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მონაცემებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და პირველ კალათაში იკავებს ადგილს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით.
"აუცილებლად უნდა აღინიშნოს სამინისტროს აქტიური მუშაობა ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებითაც. ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, 2023 წელსაც საქართველო უმაღლეს
საფეხურზე, პირველ კალათაში, იკავებს ადგილს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.