თბილისში, ვაკეში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიასთან კაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის ბიზნესმენი, ტატო გურგენიძე დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ბიზნესმენი სამშენებლო კომპანია "ტაგი გრუპის" ერთ-ერთი მეწილეა.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო ტარების მუხლებით დაიწყო.