რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულის, საქართველოს პირველი არხის პროექტის „წიგნების თაროს“ ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა სვანიძის სასამართლო პროცესი დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკა სვანიძე ნაწილობრივ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა.

სხდომის შემდეგ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო პირველ ნაწილში, რომელიც გულისხმობდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და წვრილმან ხულიგნობას, არ ცნო ბრალდება სამართლიანად, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები. მეორე ნაწილში, როდესაც მე წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგ შემთხვევაში შემოიფარგლა სიტყვიერი გაფრთხილებით, რაშიც არ ვეთანხმები. თუმცა ჩემთვის, ამ ეტაპზე მისაღებია იქიდან გამომდინარე, რა სიტუაციას არის შექმნილი საქართველოში“,- განაცხადა ნიკა სვანიძემ.

მანამდე, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო „წიგნების თაროს“ კიდევ ორი მონაწილის საქმეზე. ნიკა ბერიძე სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გამოუშვეს. სანდრო მეტრეველს კი სასამართლომ 2 300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სასამართლოში იმყოფებოდნენ პროექტის სხვა მონაწილეები, როლებიც სამივე მათგანს მხარდაჭერას უცხადებდნენ.