თბილისში, ვაჟა-ფშაველას №10-ში მაღაზია ,,მაგელანი" გაქურდეს. ფაქტი "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
მათი ცნობით, სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. გთავაზობთ ფოტოს, რომელსაც სოციალურ ქსელ facebook-ის გვერდზე ერთ-ერთი მომხმარებელი, დავით ჩხეიძე ავრცელებს.