თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით ის მომღერალი კოსტა სანიკიძეა, მას ჭრილობები, სავარაუდოდ, მუცლის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.