თბილისში, ავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ქუჩაში მოხდა და მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

დაჭრილი სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა.

როგორც  შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ.