გავრცელებული ინფორმაციით, სოფელი ბერშუეთიდან რუსმა სამხედროებმა ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს.

როგორც "აიპრესს" სუს-ში განუცხადეს, მამაკაცის დაკავება საოკუპაციო ხაზთან მოხდა, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. 

"ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუს-ში.