სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია “პოსტვის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.