ინციდენტი ფლორიდას შტატში მოხდა. რეიჩელ ენ ჰეიზმა ბებიას ფეისბუქში დამეგობრებაზე უარი არ აპატია და გალახა. 27 წლის გოგონა ნასვამი იყო, როცა გაიგო, რომ მას ბებია სოციალურ ქსელში არ იმეგობრებდა და 72 წლის ქალბატონს 3-ჯერ სახეში გაარტყა.

ჰეიზი დააპატიმრეს. სასამრთლო პროცესზე, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, გოგონა თვალცრემლიანი სთხოვდა მოსამართლეს, მუშაობის უფლება არ წაერმიათ. პროკურორი სწორედ ასეთ განაჩენს ითხოვდა.

ენი ჰეიზმა ბებიაზე თავდასხმისთვის ბოდიში არ მოიხადა. თავის მხრივ ბებიამაც ახსნა დამეგობრებაზე უარის მიზეზი - მას არ მოსწონს შვილიშვილის პოსტები და უცენზურო კომენტარები. და რაც მთავარია, რეიჩელის ფეისბუქის ნიკი - "Rachel Frickin Hayes"

გუშინ ფლორიდის სასამართლომ რეიჩელ ენ ჰეიზი, 10 000 დოლარის სანაცვლოდ, თავდებით გაათავისუფლა.