ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროცესზე პროკურატურა ფარცხალაძისთვის პატიმრობის შეფარდებას, ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, საქმეში ფარცხალაძის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, ბრალდებას არ აღიარებს თავად ფარცხალაძეც.

ბრალდების მხარე ფარცხალაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავება. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ ფარცხალაძემ საქართველო 2025 წლის ივნისში დატოვა და, არსებული ინფორმაციით, რუსეთში იმყოფება.