თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

როგორც დაკავებული მსახიობის ადვოკატი ირაკლი ჟორჟოლიანი აცხადებს, ანდრო ჭიჭინაძე ბრალს არ აღიარებს.

პროკურატურამ დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გუშინ დააკავეს. იქამდე მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.