მოსამართლეთა კონფერენციაზე  ოთხ ვაკანტრ ადგილზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 7 კანდიდატი დასახელდა. ესენი არიან: ირაკლი შენგელია, ხვიჩა კიკილაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, თეიმურაზ სვანიძე, ვასილ მშვენიერაძე, თამარ ბეჟანიშვილი.

ოთხი ვაკანტური თანამდებობიდან ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭი ეყრება და ცალკე დასახელებულ უნდა იქნეს ის მოსამართლე, რომელსაც "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უფლება აქვს საბჭოს, წევრის თანამდებობასთან ერთად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის დისციპლინური მოადგილის ან მოადგილის, ან სასამართლო კოლეგიის, ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა. 

დასახელებული კანდიდატებიდან არიან: ირაკლი შენგელია, ხვიჩა კიკილაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი. ხოლო, 47-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად, უფლება არ აქვს ეკავოთ, საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის დისციპლინური მოადგილის ან მოადგილის, ან სასამართლო კოლეგიის, ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა. 

ასეთები არიან: ირაკლი ბონდარენკი, თეიმურაზ სვანიძე, ვასილ მშვენიერაძე, თამარ ბეჟანიშვილი. 

ამ წუთებში კონფერენციაზე შესვენება გამოცხადდა, რომელიც 13:00 საათზე განახლდება.