არაფრის გამო დამაჯარიმეს და ლაზარეს რას უზამენ - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„სუფთა პუტინიზმი დაინერგა საქართველოში. პატარ-პატარა რაღაცებს ვაკეთებ, რომ გამოვაჩინო ვინ არიან ესენი საერთოდ და რას აკეთებენ ცხოვრებაში. მაინტერესებს, ვის ხელში არის ლაზარე და არის თუ არა იმის ალბათობა, რომ გაათავისუფლონ. გამორიცხულია ხალხნო, არაფრის გამო დამაჯარიმეს და ლაზარეს რას უზამენ“- განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.