შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრზე, კობა ხაბაზზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, კობა ხაბაზს პარტიის ოფისთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თავად კობა ხაბაზი აცხადებს, პარტიის ოფისიდან გამოსვლის დროს 50-მდე პირი დაესხა თავს.