გამრეკელის №39-ში გვიან ღამით დაპირისპირება მოხდა. ადგილზე შეკრებილები მეპატრონის მიერ ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის ბინიდან გამოსახლებას აპროტესტებდნენ.
რუს გამოც ბერის მხარდამჭერების ნაწილ შენობის სახურავზე ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. ადგილზე რამდენიმე ათეული საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იმყოფებოდა. ბერისმომხრეები ძალის გამოყენებით ცდილობდნენ სახლში შეღწევას, სადაც ოჯახის მეპატრონეები ხელაძეები იმყოფებოდნენ.
ოჯახთან დაახლოებით 5 საათიან მოლაპარაკებას შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ლევან გოგიჩაიშვილი და თბილისის საკრებულოს წევრები ჯაბა ჯიშკარიანის იყვნენ ჩართული.
გამრეკელის ქუჩაზე ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, როცა სახლის მფლობელები დათანხმდნენ სახლში შეეშვათ ნიკოლოზ მაქარაშვილი.
თუმცა, ამ წუთებშიც აღნიშნულ მისამართს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს