2022 წლის 12 იანვარს 3 წლიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ, “ფულის გათეთრების საქმეში” ბრალდებული ბიზნესმენების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის” მიმართ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.
გიორგი არევაძემ საქმე გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლით, რაც თაღლითობას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით გულისხმობს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამივე ბრალდებულს თაღლითობისთვის 7 წლით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს შეეხო ხანდაზმულობის ვადა, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელისგან.
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, ძალაში დატოვა გიორგი არევაძის გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 2019 წლის 22 აგვისტოს გააკეთა ოფიციალური განცხადება და ავთანდილ წერეთელი 16 664 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულად სცნო