"სასამართლოს ვეტყვით, რომ განისაზღვროს თითოეული ექსპერტის დაკითხვის დრო. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ამდენი მოწმე დაიკითხოს უფრო სწრაფად." - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

"სააკაშვილთან როდესაც გახლდით, ძალიან ცუდად იყო. არც მისი ფერი მომეწონა, იყო აღელვებული, მოსმენილი ჰქონდა ხალხის ძალის განცხადება, რომელმაც ფაქტობრივად, ნოტარიულად სააკაშვილის სიკვდილის გაფორმება დაიწყო. მას სურვილი აქვს, რომ პროცესს დაესწროს. პროცედურულად მიმართული გვაქვს, ვნახოთ, რამდენად გადაწყვეტს ამას პენიტენციური სამსახური", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე სხდომა დღეს განახლდება.