კახეთში ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 45 წლის კაცმა არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა.
მამაკაცი გოგონას მამიდის ქმარია.
ძალადობის შესახებ, 12 წლის გოგონამ ოჯახის წევრებს შეატყობინა, რის შემდეგაც ბავშვის ბიძამ სავარაუდო ბრალდებულს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, გოგონას ბიძა კი დაკავებულია.
საავადმყიფოშია მოთავსებული არასრულწლოვანიც. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ . გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და გაუპატიურების მუხლით დაიწყო.