თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი თანამშრომელის ჯოკია ბოდოკიას მიმართ აღძრული სისხლის სასამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული ჯოკი ბოდოკია, წინასასამართლო სხდომაზე გამოყენებულ დუმილის უფლებას სავარაუდოდ დააღვევს. ამის შესახებ სასამრთლო სხდომის დაწყებამდე მისი ახლობლები საუბროიბენ.
როგორც პროკურატურა და ასევე ბოდოკიას დაცვის მხარე საუბრობს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოთხოვნილია მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გეგი ნიჟარაძის და მისი ყოფილი მოადგილის დავით მედუაშვილის დაკითხვა.
სასამართლო პროცესი 12 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ შსს ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2015 წლის 11 თებერვალს დიდი ოდენობით ქრთამის აღებისი ფაქტზე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკი ბოდოკია დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით 180 000 აშშ დოლარი მოთხოვა.
ჯოკია ბოდოკია 50 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს. რის დასტურადაც ბრალდება სასამართლოზე მტკიცებულად წარადგენს აუდიო ჩანაწერს, დაცვის მხარე კი აუდი ჩანაწერის, როგორც მტკიცებულად დაუშვებლად ცნობის შუმდგომლობით მიმართავს სასამართლოს.