სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული პირები არიან: ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და გიორგი გიორგაძე.
როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.
ადვოკატების თქმით, საქმეში არსებული გარკვეული ვიდეოჩანაწერები ავთენტიკური არაა, დამონტაჟებულია და უტყუარ მტკიცებულებად არ უნდა განიხილებოდეს.
რაც შეეხება ბინებიდან და ოფისებიდან ამოღებულ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთებს, როგორც ადვოკატები ამბობენ, ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფებს არ ეკუთვნის.