„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორიკა) რურუა დააკავეს. ინფორმაცია "აიპრესს" "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ დაუდასტურა.
მისი განცხადებით, გიორგი (ჟორიკა) რურუას, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს. დაკავების შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 1977 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში დააკავეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა - 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს.