„ევროპული საქართველოს“ წევრზე, გიორგი კანდელაკზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
"ისეთი თრეში რუსული მუსიკა იყო ჩართული, რომ ჩემი აზრით, არათუ შეუფერებელი, დღევანდელ სიტუაციაში განსაკუთრებით, შეურაცხმყოფელის არის. ვერ მოვითმინე უბრალოდ, მივედი ამ ადამინებთან, ვუთხარი, რომ ეს სირცხვილია. აგრესიულად იყვნენ განწყობილები, უბრალოდ ავდექი და გამოვრთე ეს მუსიკა და გავაგრძელე გზა. შემდეგ ვიღაც პიროვნება, ქართველი ოღონდ, რომელიც ამის გამო აღშფოთდა დამეწია და დაიწყო ძალადობა. რომ არ გაჩერდა, გადავწყვიტე, პოლიციაში შევსულიყავი. არ უნდა დარჩეს ეს უბრალოდ ასე. იმიტომ, რომ არსი ამ ამბოს არის ის, რომ რუსთაველის გამზირზე, რუსული შეურაცხმყოფელი, ჩემი აზრით, და იმედი მაქვს, რომ ამ საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, რაღაც ე.წ. თრეშის გამორთვისთვის შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც მე აღმოვჩნდი უბრალოდ, იძალადონ. კი, მე მჯერა, რომ ეს არის რაღაც წითელი ხაზი ჩვენს საზოგადოებაში",- განაცხადა გიორგი კანდელაკმა,
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამისტროში განუცხადეს გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.