საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საუდის არაბეთის ელჩს საქართველოში, სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და  სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.

 გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საუდის არაბეთის ელჩს ინფორმაცია მიეწოდა პროკურატურის საქმიანობის, მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილების შესახებ. მხარეებმა, მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე, მზაობა გამოხატეს.