წუხელ, ძველი თბილისის რაიონში 40-წლამდე ქალი მოკლეს. პირველადი ინფორმაციით, დაკავებულმა ქალი ქუჩაში გაიცნო და მასთან ერთად ავიდა საცხოვრებელ სახლში, სადაც ქალსა და კაცს შორის მოხდა კონფლიქტი. 

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია 1 პირი.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.