თბილისში, დიდი დიღომში 12 წლის გოგო, რომელსაც ოჯახი პოლიციასთან ერთად ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს

პირველადი ინფორმაციით, 12 წლის მოზარდი  პეტრიწის ქუჩაზე მდებარე სკვერიდან მოშორებით გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, სამაშველო, ექსპერტ-კრიმინალისტები. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს