თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე 5 პირს ბრალი წარუდგინა

2025 წლის 19 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 61 წლის ლევან ჯანგველაძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.