ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ძებნილი იორდანიის მოქალაქე აჰმედ ალბაშითი თბილისში დააკავეს. 

"აიპრესს" აშშ-ის მიერ ძებნილი პირის დაკავება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს,  თუმცა, რა ზიანი მიაყენა ამერიკას დაკავებულმა და კონკრეტულად რა დანაშაულისთვის იძებნებოდა, დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ. 

როგორც უწყებაში განაცხადეს, "ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნით მოხდა საექსტრადიციო დაკავება.  აღკვეთის ღონისძიების სახე შეფარდებული აქვს. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ."