დღეს კიდევ ერთი ახალი დეტალი  გახდა ცნობილი, "ციანიდის" გახმაურებულ საქმეზე. გარდა ჟურნალისტ ირაკლი მამალაძისა, პროკურატუამ დაკითხა ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელიც ასევე არის ბრალდების მოწმე, მასაც გაუხმაურებლობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ გამოძიებას ჩვენება მისცა.  ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2 " ავრცელებს.

"დაკითხული ვარ მოწმის სახით, მაგრამ ხელწერილი მაქვს დადებული და არ მაქვს უფლება გავახმაურო ეს მნიშვნელოვანი დეტალები იმისთვის, რომ დეტალები არ დაზიანდეს. ის ინფორმაცია, რა ინფორმაციასაც მე ვფლობდი, ბუნებრივია, მივაწოდე საგამოძიებო ორგანოებს

ირმა ჭკადუას განცხადებით, ის გამოძიების შემდეგ დაიბარეს: დამიბარეს როგორც მოწმე, დამისვეს კითხვები და იმ კითხვების ირგვლივ იყო ჩემი პასუხები. რა ინფორმაციასაც ვფლობდი, ის ინფორმაცია მივაწოდე, თუმცა რამდენად მნიშვნელოვანია, გამოძიებამ უნდა შეაფასოს" - განაცხადა ირმა ჭკადუამ.