საცხობში პატიმრები დასაქმდნენ, რაც მათთვის რეაბილიტაციის საშუალება და დამატებითი შემოსავლის წყაროა.
საცხობი პურით მოამარაგებს თბილისის ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებებს.
პენიტენციურ სისტემაში საცხობები უკვე ფუნქციონირებს რუსთავის, ქსნისა და №14 (გეგუთის) დაწესებულებებში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდადებულთა დასაქმების ხელშეწყობასა და საზოგადოებაში მათ ეფექტიან ინტეგრაციაზე ზრუნვას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.