ზესტაფონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ღამბაშიძემ, მუნიციპალიტეტის მერიის,
საკრებულოს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაბა შორაპანში, აგვისტოს ომის გმირის,
ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მარგვეთის ეპარქიის სასულიერო პირებმა საქართველოს ერთიანობისთვის გარდაცვლილთა სულის
მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

ზაზა ფერაძე 2008 წელს რუსეთ-სქართველოს ომში სნაიპერის ტყვიამ მაშინ იმსხვერპლა, როდესაც
დაჭრილი მეომრების გადასარჩენად მიბრუნდა ფრონტის ხაზზე.

ზაზა ფერაძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე - 3 ხარისხის ორდენით.

ინფორმაციას ზესტაფონის  მერია ავრცელებს.