2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი შესრულდა დღეს ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა 8 აგვისტოს ომშიდაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის ხსოვნას პატივი მიაგო და საქართველოს
ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.
გმირი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს, მერის წარმომადგენელმა ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში გივი დოლიკაშვილმა და საკრებულოს წევრმა ნონა ზურაბიანმა.
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა სოფელ ხიდრის წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა გაბრიელმა.
როგორც მეგობრები იხსნებენ, ზაზამ 8 დაჭრილი გამოიყვანა სამშვიდობოს, მეცხრეს გამოსაყვანად რომ შევიდა სამწუხაროდ თავად დაიღუპა.
გლუნჩაძე ზაზა სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.