ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის მიმდებარედ, მთის ალპურ ზონაში ხანძარია.  

ხანძრის რამდენიმე კერა  ადგილობრივებმა  შენიშნეს და სახანძრო - სამაშველო სამსახურს შეატყობინეს. 

არსებული ინფორმაციით,   ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია, თუმცა ხანძრის გაჩენის მიზეზი  ამ ეტაპზე უცნობია.