ინფრასტრუქტურის მოწყობის, გზების რეაბილიტაციის, სპორტული მოედნის განახლებისა და რეკრეაციული სივრცეების შექმნის საკითხები ამჯერად ნიკო კეცხოველის, გრიგოლ ხანძთელის, სერგეი მესხის, მიხეილ ლერმონტოვის, იროდიონ ევდოშვილისა და ნოდარ დუმბაძის ქუჩის მოსახლეობასთან ერთად განიხილეს და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.
მერთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. „მიმდინარე წელს წყალტუბოს ურბანული განვითარების, ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. ჩვენი მიზანია მოსახლეობის ამ პროცესში ჩართულობა და მათი ინტერესების დაცვა, სწორედ ამიტომ ვატარებთ შეხვედრებს და განვიხილავთ სამომავლო გეგმებს"-განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ. მოსახლეობასთან შეხვედრები ჩატარდება როგორც ქალაქის სხვადასხვა უბნებში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში.