წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მუხიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, გრიგოლ ბერძენაძის ხსოვნას.
შეხვედრის მთავარი თემა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასრულებული და მიმდინარე პროექტების განხილვა იყო. მერმა დეტალურად განიხილა თითოეულ სოფლებში არსებული მდგომარეობა.
„გვაქვს გარდამავალი პროექტები, ჩვენი მიზანია ყველა სოფელში მოეწყოს სკვერები, სპორტული მოედნები, გზები, ბევრი რამ გაკეთდა სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მხრივ, მაგრამ არის გამოწვევები, შესაბამისად უკვე დავიწყეთ ახალი პროექტების დაგეგმვა“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ.
შეხვედრის დღის წესრიგის კიდევ ერთი საკითხი, სახალხო დღესასწაულის "შემოდგომის წყალტუბოსთვის" მოსამზადებელი სამუშაოები იყო.
მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა მერის წარმომადგენლებს ღონისძიებაში ჩართულობისა და ასევე აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სახალხო დღესასწაული "შემოდგომის წყალტუბო -2026" წელს წყალტუბოში 2-4 ოქტომბერს გაიმართება.









