წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გუბაზეულის ხეობაში გაიმართა.
„ქართული ოცნების" ჩოხატაურის საოლქო ორგანიზაციის წევრები ხევის, ნაბეღლავის, ჩხაკოურის და ქვაბღისმოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე, არსებულ საჭიროებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილეს ყურადღება, ასევე მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
„26 ოქტომბერს ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე! გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ხმა მივცეთ ევროპულ მომავალს! მადლობას გიხდით თითოეულს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის," - მიმართა საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ მოქალაქეებს.