ცაგერის მუნიციპალიტეტის კურორტ ლაშიჭალის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
ძლიერი წვიმის შედეგად კურორტის მიმართულებით დაზიანებულ გზაზე და ხიდზე ტექნიკა დღის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.
გაიწმინდა დატბორილი გზა, აღდგა დროებითი საავტომობილო ხიდი.
დამატებითი უსაფრთხოების მიზნით ლაჯანურის ხეობაში ნაპირდამცავი სამუშაოები განხორციელდება.
სტიქიის ზონაში რჩებიან ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე.